საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

უზენაეს სასამართლოში ვიზიტორთა ექსკურსიები გრძელდება

გამოქვეყნების თარიღი: 2023-01-11

2022 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში გრძელდებოდა ვიზიტორთა ექსკურსიები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიულ შენობასა და მართლმსაჯულების მუზეუმში. ამ ხნის განმავლობაში უზენაესი სასამართლო 500-მა ვიზიტორმა დაათვალიერა. განსაკუთრებული ყურადღებითა  და ინტერესით ეცნობოდნენ ისტორიულ შენობას და ექსპონატებს   საქართველოს სხვადასხვა რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები და უმაღლესი სასწავლებლების  სტუდენტები, რომლებმაც უზენაეს სასამართლოში ექსკურსიებთან ერთად 6 იმიტირებული პროცესი გამართეს. ჯამში 2022 წლის განმავლობაში 11 იმიტირებული პროცესი გაიმართა. იმიტირებული პროცესების ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა ჩვენი სასამართლო დარბაზებისთვის, რაც განსაკუთრებით უწყობს ხელს იურიდიული პროფესიით დაინტერესებული ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას და სასამართლო პროცესის მართვის ხელოვნების დაუფლებას.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფურ ექსკურსიებთან ერთად მუზეუმი მასპინძლობდა ჩვენს დედაქალაქში მყოფ უცხოელ ტურისტებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს, რომლებმაც  ტრადიციულად სამახსოვრო ჩანაწერები დატოვეს შთაბეჭდილებათა წიგნში.

უზენაეს სასამართლოში ვიზიტორთა შორის იყვნენ: ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა ,, XXI საუკუნე“-ს, ,,პოლიტიკური განათლების სკოლის“, თბილისის მე-11 საჯარო, 161-ე საჯარო, საქართველოს საპატრიარქოს იოანე ბოლნელის სახელობის სკოლების უფროსკლასელები, დეკემბერში მუზეუმს ეწვივნენ ქ.ხაშურის N9 საჯარო სკოლის, სულხან- საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის, გოგიტა კიკნაძის სახელობის თბილისის N182 საჯარო სკოლის, ,,ახალგაზრდა ლიდერთა ეროვნული ორგანიზაციის“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკვირაო და  გრიგოლ კობახიძის სახელობის თბილისის N77  საჯარო სკოლების,  იურიდიული დახმარების სამსახურის, საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანნის“, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის  სტუდენტები და მოსწავლეები.  ვიზიტორები გაეცნენ უზენაესი  სასამართლოს შენობის ისტორიას, სასამართლო ხელისუფლების ფუნქციებს, სასამართლო სისტემას და მისი საქმიანობის სპეციფიკას.

 სასამართლო ხელისუფლების წინაშე მდგარ გამოწვევებს, რომელთა დაძლევაც რეფორმის ფარგლებში  მიმდინარეობს.  ვიზიტორებმა ,,მოსამართლეებთან შეხვედრის ფორმატში“ შეხვედრები გამართეს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატების მოსამართლებთან: ეკატერინე გასიტაშვილთან, ვლადიმერ კაკაბაძესთან, თამარ ზამბახიძესთან, რევაზ ნადარაიასთან, ლალი ფაფიაშვილთან, გოჩა აბუსერიძესთან, ნინო ბაქაქურთან.  

საქართველს  უზენაეს სასამართლოს ისტორიულ შენობასა და მართლმსაჯულების მუზეუმში ვიზიტორთა ექსკურსიები 2023 წლის იანვრის თვიდან განახლდება.


ბოლო სიახლეები

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმის ვიზიტორთა შესახებ ინფორმაცია

საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და მართლმსაჯულების მუზეუმში  ექსკურსიები 2024 წლის იანვრიდან კვლავ აქტიურად გრძელდ

2024-04-17

იხილეთ სრულად
მილოცვა

2024-04-14

იხილეთ სრულად
სვანეთის სამედიატორო სასამართლო

სვანური სამედიატორო სასამართლო ქართული სამართლებრივი კულტურის  მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. სამედიატორო სასამართლო ს

2024-04-10

იხილეთ სრულად