გამოქვეყნების თარიღი: 2024-02-28
მიმდინარე წლის 28 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ბუნდესთაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დელეგაციასთან. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და საბჭოს წევრები, აგრეთვე, საქართველოში გერმანიის საელჩოსა და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) წარმომადგენლები.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ, გერმანიის ელჩმა საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერმა, ბუნდესთაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელიზაბეთ ვინკელმაიერ-ბეკერმა და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პროექტების ხელმძღვანელმა, ფრანკ ჰუპფელდმა.
შეხვედრის ფარგლებში ხაზგასმით აღინიშნა ქართულ-გერმანული სამართლებრივი სისტემების მეტად დაახლოებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა.
დელეგაციის წარმომადგენლები გაეცნენ საქართველოს მოქმედ საკანონმდებლო ჩარჩოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრუქტურასა და მის ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებით.
შეხვედრის დასასრულს, სტუმრება დაათვალიერეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2026 წლის 15 ივლისს, 15:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.
2026-07-14
იხილეთ სრულადმიმდინარე წლის 8 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს
2026-07-08
იხილეთ სრულადსაქართველოს უზენაესი სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ბატონი გიორგი გ
2026-07-08
იხილეთ სრულად