“Ipsos France”-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 61% სასამართლოს დამოუკიდებლობას დადებითად აფასებს

გამოქვეყნების თარიღი: 2024-10-28

იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით კონსორციუმა „Ipsos France“ და პროფესორმა იან ვან დაიკმა მოსახლეობისა და სამართლის პროფესიული წრეების კვლევა ჩაატარეს.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ Ipsos France”-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 61% სასამართლოს დამოუკიდებლობას დადებითად აფასებს. ეს მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით გაიზარდა 10%-ით და აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს, რაც 2023 წლის ევრობარომეტრის კვლევის მიხედვით, 53%-ია.

აღსანიშნავია, რომ კვლევის ავტორი ორგანიზაცია -  Ipsos“ („იფსოსი“), რომელიც მსოფლიოში მარკეტინგული კვლევის კომპანიებს შორის სიდიდით მესამე ადგილზეა, 1975 წელს დაარსდა (პარიზი, საფრანგეთი) და დღეს 90-მდე ქვეყანაში არის წარმოდგენილი.

პროფესორი იან ვან დაიკი კი ტილბურგის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორია, რომელიც წლების განმავლობაში  ნიდერლანდების იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმარების დეპარტამენტის დირექტორი იყო. მას დაარსებული აქვს მსხვერპლთა მხარდაჭერის ცენტრი ნიდერლანდებში, აგრეთვე იყო მიწვეული პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში. იან ვან დაიკი არის დანაშაულისა და კრიმინალური სამართლის ერთ-ერთი აღიარებული ექსპერტი მსოფლიოში; არის 200-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი; 2012 წელს დაჯილდოვდა კრიმინოლოგიაში სტოკჰოლმის პრიზით.

1. მოსამართლეების, პროკურორების, ადვოკატების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, სასამართლოთი მოსარგებლეებისა და მოსახლეობის 2018 და 2024 წლების შეფასების შედეგები (პროფესორი იან ვან დაიკი)

2. Results of Assessments in 2018 and 2024 by Judges, Prosecutors, Attorneys, Members of High Council of Justice of Georgia, Court Users and the Public (Prof Jan van Dijk)

3. საქართველოში მოსახლეობის მიერ სასამართლო სისტემის აღქმა; მოსახლეობის კვლევა

4. Public Perception of the Judicial System in Georgia; Georgian Population Survey


ბოლო სიახლეები

მილოცვა

2024-12-31

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 30 დეკემბერს, 17:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.

2024-12-29

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლო ღია მმართველობა საქართველოს (OGP) სამოქმედო გეგმის ვალდებულების შესაბამისად აქვეყნებს ინფორმაციას სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე განხილული შუამდგომლობების რაოდენობის შესახებ

საქართველოს უზენაესი სასამართლო ღია მმართველობა საქართველოს (OGP) სამოქმედო გეგმის ვალდებულების შესაბამისად აქვეყნებს ინ

2024-12-25

იხილეთ სრულად