საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი ღონისძიება

გამოქვეყნების თარიღი: 2024-02-19

მიმდინარე წლის 16 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი ღონისძიება.

ჩეპიონატის დასკვნით ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ; ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა; ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ.

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალური შეჯიბრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდებს შორის შედგა და დასრულდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამარჯვებით.

ფინალურ იმიტირებულ სასამართლო პროცესზე გამარჯვებულ გუნდთან ერთად ასევე, გამოვლინდნენ გამარჯვებული მონაწილეები ნომინაციებში - საუკეთესო შესავალი სიტყვა, საუკეთესო დასკვნითი სიტყვა, საუკეთესო პირდაპირი დაკითხვა და საუკეთესო ჯვარედინი დაკითხვა.

ნახევარფინალურ და ფინალურ პროცესებამდე გუნდებმა გაიარეს სამდღიანი, დასკვნითი ტრენინგი, როგორც ადვოკატთა ასოციაციაში, ასევე, საქართველოს პროკურატურაში. ნახევარფინალურ და ფინალურ პროცესებს კი, რომელიც საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჩატარდა, უძღვებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო სანდოძე და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძე.

ეროვნული ჩემპიონატი აღნიშნული მასშტაბით საქართველოში პირველად ჩატარდა და მიზნად ისახავდა მომავალი იურისტების პროფესიული განვითარებისთვის საჭირო  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე საპროცესო უნარ-ჩვევების შესახებ ცოდნის ამაღლებას.


ბოლო სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია

მიმდინარე წლის 15 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმ

2024-07-15

იხილეთ სრულად
ქედხუდა

ქედხუდების ინსტიტუტი მოქმედებდა აღმოსავლეთ საქართველოში XVIII საუკუნის მეორე ნახევარში.     მათ ჰქონდათ შ

2024-07-15

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის პირველ ივლისს, 13:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა.&n

2024-06-30

იხილეთ სრულად