პანელური დისკუსია თემაზე“ ტენდენციები და გამოწვევები საქართველოს თავშესაფრის სისტემაში - 2022“

გამოქვეყნების თარიღი: 2022-12-05

მიმდინარე წლის 1-3 დეკემბერს ქვიშხეთში, სასტუმრო „მწერლებში“ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს ოფისის ორგანიზებით, მოსამართლეების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და  იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „ ტენდენციები და გამოწვევები საქართველოს თავშესაფრის სისტემაში -2022“.

ღონისძიებაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა საქართველოში, კემლინ ფურლიმ და საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს თავშესაფრის საქმეებთან დაკავშირებული ტენდენციები და გამოწვევები ეროვნულ პრაქტიკაში, აგრეთვე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.


ბოლო სიახლეები

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი სასამა

2026-10-05

იხილეთ სრულად
განცხადება

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის და „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგან

2026-09-22

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2026 წლის 22 სექტემბერს, 17:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.

2026-09-13

იხილეთ სრულად