საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის - „აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკანონმდებლო და პრაქტიკული ანალიზი“ პრეზენტაცია

გამოქვეყნების თარიღი: 2026-07-03

მიმდინარე წლის 3 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, ლევან თევზაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის - „აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკანონმდებლო და პრაქტიკული ანალიზი“ განხილვაში.

ანგარიშში მიმოხილულია საერთო სასამართლოების მიერ 2024-2025 წლებში გამოცემული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლისა თუ გაუქმების თაობაზე მიღებული განჩინებების შესწავლის შედეგები, გაანალიზებულია საერთაშორისო სტანდარტები და ადგილობრივი კანონმდებლობა, ამასთან წარმოდგენილია არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად სახელმწიფო უწყებების მიმართ შემუშავებული რეკომენდაციები.

სპეციალური ანგარიშის შედეგები მონაწილეებს წარუდგინა საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ  უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე, ლევან თევზაძე და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

პრეზენტაციის შემდგომ ანგარიშში წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა.


ბოლო სიახლეები

განცხადება

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის და „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგან

2026-09-22

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2026 წლის 22 სექტემბერს, 17:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.

2026-09-13

იხილეთ სრულად
მილოცვა

2026-08-24

იხილეთ სრულად