გამოქვეყნების თარიღი: 2026-11-05
მიმდინარე წლის 5 ნოემბერს ქალაქ ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც გახსნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საიუბილეო თარიღი მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ; და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარემ, მათიას გიომარმა.
მისალოცი სიტყვით გამოსვლისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საკონსტიტუციო სასამართლოს განსაკუთრებულ როლს ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის განმტკიცების, კონსტიტუციის უზენაესობის დაცვისა და ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის პროცესში.
ნინო ქადაგიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლესა და თანამშრომელს პროფესიული წარმატება, დამოუკიდებლობა და იმ მაღალი პრინციპებისადმი ერთგულება უსურვა, რომელთა დაცვასაც მათ საკონსტიტუციო მართლმსაჯულება აკისრებს. მან, ასევე, საიუბილეო თარიღი მიულოცა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ან მონაწილეობა მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნასა და განვითარებაში.
საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი და სხვადასხვა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი სასამა
2026-10-05
იხილეთ სრულადსაქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის და „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგან
2026-09-22
იხილეთ სრულადსაქართველოს უზენაეს სასამართლოში 2026 წლის 22 სექტემბერს, 17:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.
2026-09-13
იხილეთ სრულად