გამოქვეყნების თარიღი: 2023-09-04
მიმდინარე წლის 4 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ეწვია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქნესეთის თავმჯდომარე, ამირ ოჰანა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჰადას ესტერ მეიცადი, კონსული ჰადას კოენი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში, ლაშა ჟვანია.
შეხვედრაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილესთან, გიორგი მიქაუტაძესთან ერთად დელეგაციის წევრებს გააცნო საერთო სასამართლოების სისტემა, აგრეთვე, სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის მიმართულებით განხორციელებული რეფორმებისა და სამომავლო ხედვების თაობაზე.
შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ისრაელის სასამართლო სისტემის მოდელებს შორის მსგავსება და განსხვავება.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს კი, სტუმრებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2026 წლის 15 ივლისს, 15:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.
2026-07-14
იხილეთ სრულადმიმდინარე წლის 8 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს
2026-07-08
იხილეთ სრულადსაქართველოს უზენაესი სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ბატონი გიორგი გ
2026-07-08
იხილეთ სრულად