საქართველოს უზენაეს სასამართლოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნების თარიღი: 2024-03-27

მიმდინარე წლის 27 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს, ლელა ჯანაშვილს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მენეჯერი აკაკი მაისურაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს მთავარი კონსულტანტი ლაშა ლურსმანაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე თენგიზ მამულია და პერსონალურ მონაცემთა დაცვის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ლიკა კობალაძე.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი სიახლეები და საერთო სასამართლოების სისტემაში მონაცემთა დამუშავების საკითხები. საუბარი, ასევე, შეეხო მჭიდრო თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს.


ბოლო სიახლეები

ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

2025 წლის 17-19 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თა

2025-06-23

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს   უზენაეს   სასამართლოში   2025   წლის   16 ივნისს, 12:00

2025-06-12

იხილეთ სრულად
ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრად ქეთევან ცინცაძე აირჩიეს

ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) სამუშაო ჯგუფის წევრად 2025 წლიდან, ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნიდან 9

2025-06-10

იხილეთ სრულად