საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF-ის) წარმომადგენელს შეხვდა

გამოქვეყნების თარიღი: 2023-11-14

მიმდინარე წლის 13 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF-ის) ახალ წარმომადგენელს, იესპერ მოლერს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) აქტიური მხარდაჭერით საქართველოში ბავშვის უფლებათა დაცვის მიმართულებით მიღწეული პროგრესის თაობაზე. ასევე, განიხილეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვის უფლებათა კოდექსების ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში ეფექტურად დანერგვის საკითხები.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების ეროვნულ დონეზე ეფექტურად იმპლემენტაციის პროცესში გაეროს ბავშვთა ფონდთან შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და წარმატება უსურვა იესპერ მოლერს საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენლის რანგში საქმიანობაში.


ბოლო სიახლეები

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი სასამა

2026-10-05

იხილეთ სრულად
განცხადება

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის და „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგან

2026-09-22

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2026 წლის 22 სექტემბერს, 17:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.

2026-09-13

იხილეთ სრულად