გამოქვეყნების თარიღი: 2023-03-22
მიმდინარე წლის 21 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარემ, შალვა თადუმაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ნინო სანდოძესთან ერთად, შეხვედრა გამართა საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფ ტაილანდის გენერალური პროკურატურის დელეგაციის წარმომადგენლებთან.
დელეგაციის წევრები გაეცნენ საერთო სასამართლოების სისტემას, უზენაესი სასამართლოს სტრუქტურასა და მის საქმიანობას, აგრეთვე, ქართული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მნიშვნელოვან ასპექტებს. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია სისხლის სამართლის სფეროში მათთვის საინტერესო საკითხებზე.
შეხვედრის დასასრულს, დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი, აგრეთვე, გააკეთეს სამახსოვრო ჩანაწერი შთაბეჭდილებათა წიგნში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი სასამა
2026-10-05
იხილეთ სრულადსაქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის და „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგან
2026-09-22
იხილეთ სრულადსაქართველოს უზენაეს სასამართლოში 2026 წლის 22 სექტემბერს, 17:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.
2026-09-13
იხილეთ სრულად