18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა

გამოქვეყნების თარიღი: 2023-05-18

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმი უერთდება 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღის ყოველწლიურ აღნიშვნას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმი უკვე 10 წელია ტრადიციულად მასპინძლობს ასეულობით მნახველს, რომელთა შორის მრავლად არიან სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო მოხელეები და უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტები. უნდა აღინიშნოს, რომ მართლმსაჯულების მუზეუმის ყველაზე ხშირი სტუმრები ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდები არიან, საჯარო სკოლების მოსწავლეები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ 2022 წლიდან დღემდე მუზეუმის დამთვალიერებელთა რეკორდულად მაღალი რაოდენობა, 1900-მდე სტუმარი დაფიქსირდა. 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიულ შენობასა და მართლმსაჯულების მუზეუმში ინფორმაციული ტურის ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, შეხვდნენ მოსამართლეებს და მიიღონ ინფორმაცია სასამართლო სისტემის საქმიანობის თაობაზე.

მართლმსაჯულების მუზეუმი დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ელის ქართული მართლმსაჯულების ისტორიით დაინტერესებულ სტუმრებს, რომელთა სამახსოვრო ჩანაწერებიც ტრადიციულად აღიბეჭდება მუზეუმის შთაბეჭდილებათა წიგნში.


ბოლო სიახლეები

ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

2025 წლის 17-19 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თა

2025-06-23

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს   უზენაეს   სასამართლოში   2025   წლის   16 ივნისს, 12:00

2025-06-12

იხილეთ სრულად
ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრად ქეთევან ცინცაძე აირჩიეს

ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) სამუშაო ჯგუფის წევრად 2025 წლიდან, ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნიდან 9

2025-06-10

იხილეთ სრულად